ჩვენს შესახებ

ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია WUW.GE ( what U want ) თითქმის ერთი წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით აკეთებს თავის საქმეს. ონლაინ მაღაზია არის თურქული და გვთავაზობს როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის ფართო არჩევანს. საფასო კატეგორიას რაც შეეხება, ონლაინ მაღაზაიში პროდუქციის ფასი დაახლოებით ამ ფარგლებში შეგვიძლია მოვაქციოთ 10-200 ლ.


   ბრენდი საზოგადოებასთან ურთიერთობს სხვადასხვა სოციალური პლატფორმების საშუალებით, მათ შორის : facebook, Instagram, Viber, Whatsapp, mobile number. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ტექნოლოგიურად გამართულ და დახვეწილ ვებ გვერდთან ერთად შეიქმნა  ქართული აპლიკაცია (  WUW.GE ), რომელიც ერთგვარი ,, გარდერობია’’ მობილურ ტელეფონში. აპლიკაციის საშუალებით ძალიან მარტივად ხდება ახალი პროდუქციის დათვალიერება, ფასდაკლებების შესახებ შეტყონინების მიღება, შეკვეთის გაკეთება და საკუთარ შეკვეთაზე კონტროლი. პროდუქცია სრულად არის ადგილზე, რაც საფუძველია იმისა, რომ ბრენდი ძალიან სწრაფად ახერხებს მიწოდებას, თბილისში მეორე დღესვე, ხოლო რეგიონში- 1-2 დღეში. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს შეუძლია საფასურის გადახდა განახორციელოს კურიერთან, რაც უქმნის მას დაცულობის განცდას. ასევე, თანხის გადარიცხვით გადახდის შემთხვევაში, გადარიცხვა ხდება კომპანიის ანგარიშზე, რაც უსაფრთხოების გარანტიაა.  პროდუქციისთვის ფოტოების გადაღება ხდება სტუდიაში, ფერი მაქსიმალურად ახლოსაა რეალურ პროდუქტთან, ამიტომ მომხმარებელს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. ბრენდი ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ,, რა შევუკვეთე/ რა ჩამოვიდა’’ , ყოველთვის უარყოფითი არ არის. რაც შეეხება გადაცვლა/დაბრუნებას , კომპანია უპრობლემოდ ცვლის გამოუყენებელ ნივთს და სურვილის შემთხვევაში იბრუნებს უკან.


  ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტი არის საფუძველი  სწორედ მომხმარებლის ნდობისა ბრენდის მიმართ.

და მაინც, რატომ უნდა ვენდოთ ბრენდს ?
ძალიან კარგი ხარისხი
უსაფრთხო
საკუთარ შეკვეთაზე კონტროლი
სწრაფი მიწოდება
პროდუქციის გადაცვლა/ დაბრუნება უპრობლემოდ
პროდუქციის რეალური ფოტოები
ანგარიშსწორება კურიერთან
გამჭირვალობა
გულახდილობა
ბევრი ერთგული მომხმარებელი
სწორი კომუნიკაცია მომხმარებლებთან


 
მთავარი გვერდი (wuw.ge)
Wuw.Ge | Facebook