ზოგადი წესები, პირობები და პასუხისმგებლობები

ვებსაიტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ქვემოთ მოცემული პირობების წაკითხვა. თუ მოცემული პირობები თქვენთვის მიუღებელია გთხოვთ არ ისარგებლოთ wuw.ge საიტის მომსახურებით. საიტით სარგებლობით და თქვენი პირადი ინფორმაციის შევსებით ავტომატურად ეთანხმებით ვებსაიტის პირობებს.

მუხლი 1. ზოგადი წესები

1.1. ვებსაიტი ხელმისაწვდომი და უფასოა ნებისმიერი ონლაინ-მყიდველისთვის. ვებსაიტზე შეძენის შესრულებისას, ონლაინ-მყიდველი ხდება ,,მყიდველი“, აქედან გამომდინარე, ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ისევე როგორც შესაბამის საკანონმდებლო წყაროებში მითითებული დებულებანი.

1.2. ვებსაიტზე შეკვეთის განხორციელება რეგულირდება ,,გაყიდვების ხელშეკრულების პირობებით“ და შეესაბამება გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებულ ხელშეკრულებას.

1.3. შეკვეთის განხორციელებისას მომხმარებელს ვებსაიტი სთავაზობს, გაეცნოს გაყიდვების პირობებს. შეკვეთის დადასტურებამდე მას მოეთხოვება, მონიშნოს შესაბამისი უჯრედი მხოლოდ მას შემდეგ, რაც წაიკითხავს ,,წინასწარ ინფორმაციას“, ,,დისტანციური გაყიდვების ხელშეკრულებას“ და რაიმე შეკითხვის შემთხვევაში მიიღებს გამყიდველისგან საჭირო განმარტებასა და ინფორმაციას.

1.4. აღნიშნული უჯრედი შეესაბამება შემდეგ ფრაზას: „მე ვეთანხმები გაყიდვებისა და ვებსაიტით სარგებლობის პირობებს“.

1.5. მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება გულისხმობს, რომ ის არის სრულწლოვანი და გააჩნია სამართლებრივი უფლება, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად.

მუხლი 2. პროდუქციის მონაცემები

2.1. პროდუქციის ძირითადი მონაცემების და მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებსაიტზე www.wuw.ge

2.2. ვებსაიტზე მოცემული ფასები წარმოადგენს გასაყიდ ფასებს.

2.3. მოცემული ფასები და შემოთავაზებები ძალაშია მათ განახლებამდე. პროდუქციის მიწოდების საფასური გადახდილი იქნება მყიდველის მიერ და უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 2. გადახდის მეთოდი. გადახდის სახეები: გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე, გადახდა პლასტიკური ბარათით, ანგარიშსწორება კურიერთან. გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე - შესაძლებელია როგორც ინტერნეტ ბანკის, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით( Express Pay, TBC Pay, LB Pay) ვებსაიტზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. გადახდა პლასტიკური ბარათით - შესაძლებელია ბარათის მონაცემების შეყვანით ვებსაიტზე, რომელიც დაცულია ინდუსტრიაში მოქმედი უსაფრთხოების მექანიზმებით. ანგარიშსწორება კურიერთან - შესაძლებელია მხლოდ თბილისის მასშტაბით. გამყიდველი იტოვებს უფლებას, შეაჩეროს მიმდინარე შეკვეთა ან/და შეკვეთის გაგზავნა, თუკი თანხის გადახდა ან გადარიცხვა იქნა უარყოფილი.

მუხლი 3. შეკვეთის გაუქმების, გადაცვლის და უკან დაბრუნების პირობები

3.1. მყიდველს აქვს უფლება საკუთარი სურვილით გააუქმოს, გადაცვალოს ან/და უკან დააბრუნოს შეკვეთა. ა) მიწოდებამდე შეკვეთის შეცვლა/გაუქმება:

1. მიწოდებამდე შეკვეთის შეცვლა/გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევა არ არის დაწყებული.

2. შეკვეთის შეცვლა/გაუქმების შესახებ აუცილებელია დროულად ეცნობოს გამყიდველს სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის საშუალებით.

3. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევა დაწყებულია აღნიშნული მომსახურების გაუქმება შეუძლებელია და წარმოშობილ ხარჯებს დაფარავს მყიდველი.

ბ) მიწოდების შემდეგ შეკვეთის შეცვლა/დაბრუნება ან/და გაუქმება:

3.1. მყიდველის სურვილით შეკვეთის შესაცვლელად/გასაუქმებლად აუცილებელია 10 (ათი) კალენდარული დღის მანძილზე ეცნობოს გამყიდველს სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის საშუალებით. წარმოშობილ ხარჯებს დაფარავს მყიდველი.

3.2. უკან დაბრუნებული პროდუქცია უნდა ჩაბარდეს ნივთობრივად უნაკლო და არ უნდა იყოს გამოყენებული.

3.3. მყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეცვლა/დაბრუნება თუ პროდუქცია არ ჩაბარდა უნაკლო ან მისი აღწერა არ ემთხვევა ვებსაიტზე მოცემულ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში გამყიდველი ცვლის ნივთს დაუზიანებელით, მაგრამ იგივე პროდუქციის მარაგში არ არსებობის შემთხვევაში მყიდველი არჩევს შესაბამისი ფასის სხვა პროდუქციას ან უბრუნდება თანხა სრული ოდენობით. წარმოშობილ ხარჯებს დაფარავს გამყიდველი.

3.4. პროდუქცია რომელზეც არ ვრცელდება უკან დაბრუნების პირობები:

ა) პარფიუმერია და კოსმეტიკა;

ბ) მამაკაცის, ქალისა და ბავშვის საცურაო და პლაჟის კოსტიუმები და თეთრეული;

გ) ქალის საღამურები და პენუარები;

დ) პროდუქცია რომლის შეძენაც მოხდა ფასდაკლების/ აქციის პირობებში.

მუხლი 4. პასუხისმგებლობა wuw.ge-ს ადმინისტრაცია თვალს ადევნებს მომხმარებელის მიერ საიტის სტუმრობის ინფორმაციას (ვიზიტის ხანგრძლივობა, დრო, გვერდები რომელსაც ის ათვალიერებს). აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურობის პირობების დაცვით და საიტის გაუმჯობესების მიზნით გაზიარებული იქნება მხოლოდ იმ პარტნიორ კომპანიებთან, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას შეკვეთის მომზადებაში.

4.1. მომხმარებლის პასუხისმგებლობა

ა) wuw.ge-ს მომხმარებელს ვებსაიტით სარგებლობა შეუძლია როგორც რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ასევე რეგისტრაციის გავლის გარეშე.

ბ) მომხმარებელს არ აქვს უფლება სხვა მომხმარებლებს ან საიტის ვიზიტორს შეუფერხოს wuw.ge-ს საიტით სარგებლობა, ჩაიდინოს თაღლითობა ( იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა მისი თაღლითობა მომხმარებელი სამართლებრივად პასუხს აგებს კანონის წინაშე).

გ) მომხმარებლის ანგარიშის წაშლა ან გაუქმება მომხმარებელს შეუძლია საიტიდან wuw.ge. ანგარიშის გაუქმების შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია.

დ) მომხმარებელი ადასტურებს, რომ შოპინგის დროს გამოყენებული გადახდის მონაცემები  (საკრედიტო ბარათი, GSM ნომრის მონაცემები და ა.

შ.) სწორია და ყველანაირ იურიდიულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.

დ) ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაბლოკოს მომხმარებელი:

1. არასწორი, არასრული და მცდარი ინფორმაციის მოწოდებისათვის. საზოგადოებრივი ზნეობის წესების შეუსაბამო და კანონ საწინააღმდეგო ინფორმაციის საიტზე განთავსებისათვის.

2. საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირებისათვის.

3. მომხმარებლის სახელის და პაროლის მესამე პირზე გადაცემისას შექმნილ ნებისმიერ ზიანზე უშუალოდ მომხმარებელი აგებს პასუხს. ასევე, მომხმარებელს არ შეუძლია გამოიყენოს სხვისი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა მომხმარებლის სახელი ნებართვის გარეშე. სხვისი მონაცემების გამოყენებით მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა იმ იურიდიულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება წარმოიშვას ამის შედეგად.

4. საიტის უსაფრთხოების და მუშაობაში ხელის შემშლელი ინფორმაციის გამოქვეყნება ან მცდელობა. ინფორმაციის წაშლა ან შეცვლა.

4.2. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა ა) წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული პროდუქცია ჩაბარდება მომხმარებელს მის მიერ მითითებულ მისამათზე 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ბ) თუ შეკვეთილი პროდუქცია უნდა ჩაბარდეს მესამე პირს/ორგანიზაციას, გამყიდველს ეხსნება პასუხისმგებლობა შეკვეთის ჩაუბარებლობაზე იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი/ორგანიზაცია უარს განაცხადებს შეკვეთის მიღებაზე. გ) მიმწოდებელი მომხმარებელს გადასცემს ნივთობრივად უნაკლო, უხარვეზო, შეკვეთაში მითითებული მონაცემების შესაბამის პროდუქციას. დ) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ვერ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებას, შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობებს მომხმარებელს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით და მოახდენს თანხის დაბრუნებას სრული მოცულობით.

მუხლი 5. ელექტრონული მისამართი

5.1. ყველა სახის შეტყობინება იგზავნება თქვენს მიერ wuw.ge -ზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

5.2. ელექტრონული მისამართის სწორად მითითება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან ყველა სახის შეტყობინება (შეკვეთასთან დაკავშირებული ან/და საინფორმაციო წერილი) იგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

5.3. თუ მხარეები 3 (სამი) დღის მანძილზე არ აცნობებენ ერთმანეთს ელექტრონული მისამართის ცვლილების შესახებ, ძველ მისამართზე გაგზავნილი მოთხოვნები მიღებულად ჩაითვლება.

5.4. wuw.ge მიერ გადმოგზავნილი შეტყობინება მიღებულად ითვლება გაგზავნიდან 1 (ერთი) დღის შემდეგ. მუხლი

6. ფორს-მაჟორი არცერთი მხარე არ არს პასუხისმგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე, თუკი დაგვიანება ან შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების გამო. ფორს- მაჟორულ გარემოებებად მიიჩნევა ყოველი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მხარეებისგან დამოუკიდებლად, მხარეთა სურვილის მიუხედავად, იყო გაუთვალისწინებელი, დაუძლეველი და რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელი იყო მხარეების მიერ, მიუხედევად ყოველგვარი ძალისხმევის გამოყენებისა. მხარე, რომელსაც შეეხო ფორს-მაჟორი, აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როცა მან ამის შესახებ შეიტყო. ორივე მხარე შეეცდება, ერთი თვის ვადაში — ამ ვადაში არ ჩაითვლება ფორს-მაჟორით გამოწვეული შეფერხების პერიოდი — განიხილონ და შეისწავლონ მომხდარი და შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელთა გათვალისწინებით ხელშეკრულება ძალაში დარჩება. მუხლი

7. დავების გადაწყვეტა აღნიშნული ხელშეკრულება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას. დავის წარმოშობის შემთხვევაში მყიდველმა უნდა მიმართოს გამყიდველს მომრიგებლური შეთანხმების მისაღწევად. მხარეებს შორის შეთნხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  (საკრედიტო ბარათი, GSM ნომრის მონაცემები და ა.

შ.) სწორია და ყველანაირ იურიდიულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.

დ) ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაბლოკოს მომხმარებელი:

1. არასწორი, არასრული და მცდარი ინფორმაციის მოწოდებისათვის. საზოგადოებრივი ზნეობის წესების შეუსაბამო და კანონ საწინააღმდეგო ინფორმაციის საიტზე განთავსებისათვის.

2. საიტიდან რაიმე ინფორმაციის კოპირებისათვის.

3. მომხმარებლის სახელის და პაროლის მესამე პირზე გადაცემისას შექმნილ ნებისმიერ ზიანზე უშუალოდ მომხმარებელი აგებს პასუხს. ასევე, მომხმარებელს არ შეუძლია გამოიყენოს სხვისი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა მომხმარებლის სახელი ნებართვის გარეშე. სხვისი მონაცემების გამოყენებით მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა იმ იურიდიულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება წარმოიშვას ამის შედეგად.

4. საიტის უსაფრთხოების და მუშაობაში ხელის შემშლელი ინფორმაციის გამოქვეყნება ან მცდელობა. ინფორმაციის წაშლა ან შეცვლა.

4.2. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა

ა) წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული პროდუქცია ჩაბარდება მომხმარებელს მის მიერ მითითებულ მისამათზე 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

ბ) თუ შეკვეთილი პროდუქცია უნდა ჩაბარდეს მესამე პირს/ორგანიზაციას, გამყიდველს ეხსნება პასუხისმგებლობა შეკვეთის ჩაუბარებლობაზე იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი/ორგანიზაცია უარს განაცხადებს შეკვეთის მიღებაზე. გ) მიმწოდებელი მომხმარებელს გადასცემს ნივთობრივად უნაკლო, უხარვეზო, შეკვეთაში მითითებული მონაცემების შესაბამის პროდუქციას.

დ) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ვერ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებას, შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობებს მომხმარებელს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით და მოახდენს თანხის დაბრუნებას სრული მოცულობით.

მუხლი 5. ელექტრონული მისამართი

5.1. ყველა სახის შეტყობინება იგზავნება თქვენს მიერ wuw.ge -ზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

5.2. ელექტრონული მისამართის სწორად მითითება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან ყველა სახის შეტყობინება (შეკვეთასთან დაკავშირებული ან/და საინფორმაციო წერილი) იგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

5.3. თუ მხარეები 3 (სამი) დღის მანძილზე არ აცნობებენ ერთმანეთს ელექტრონული მისამართის ცვლილების შესახებ, ძველ მისამართზე გაგზავნილი მოთხოვნები მიღებულად ჩაითვლება.

5.4. wuw.ge მიერ გადმოგზავნილი შეტყობინება მიღებულად ითვლება გაგზავნიდან 1 (ერთი) დღის შემდეგ. მუხლი

6. ფორს-მაჟორი არცერთი მხარე არ არს პასუხისმგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე, თუკი დაგვიანება ან შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების გამო. ფორს- მაჟორულ გარემოებებად მიიჩნევა ყოველი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მხარეებისგან დამოუკიდებლად, მხარეთა სურვილის მიუხედავად, იყო გაუთვალისწინებელი, დაუძლეველი და რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელი იყო მხარეების მიერ, მიუხედევად ყოველგვარი ძალისხმევის გამოყენებისა. მხარე, რომელსაც შეეხო ფორს-მაჟორი, აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როცა მან ამის შესახებ შეიტყო. ორივე მხარე შეეცდება, ერთი თვის ვადაში — ამ ვადაში არ ჩაითვლება ფორს-მაჟორით გამოწვეული შეფერხების პერიოდი — განიხილონ და შეისწავლონ მომხდარი და შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელთა გათვალისწინებით ხელშეკრულება ძალაში დარჩება. მუხლი

7. დავების გადაწყვეტა აღნიშნული ხელშეკრულება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას. დავის წარმოშობის შემთხვევაში მყიდველმა უნდა მიმართოს გამყიდველს მომრიგებლური შეთანხმების მისაღწევად. მხარეებს შორის შეთნხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.